რაჭული ღვინის წარმოების აღორძინების ხანა რაჭის თავადების, კონსტანტინე და ქაიხოსრო ყიფიანების, სახელს უკავშირდება. XIX საუკუნის 70-იან წლებში მათ თავი მოუყარეს მეღვინეობის უძველეს, ადგილობრივ ტრადიციებს და ვაზის ჯიშის –ალექსანდროულისგან ლეგენდარული „ყიფიანის ღვინის“ ჩამოსხმა დაიწყეს. სასმელმა მალევე გაითქვა სახელი არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ  რუსეთის მთელ იმპერიაში. მაშინდელი ღვინის ექსპერტები „ყიფიანის ღვინოს“ სინაზითა და ხავერდოვნებით ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ.

ტექნოლოგია კიდევ უფრო დახვეწეს და გაამდიდრეს დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა. მათი დამსახურებით 1897 წლიდან ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და 1907 წელს ბელგიის ქალაქ ოსტენდეში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „გრანპრი“ დაიმსახურა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ამბროლაური; კოსტავას ქ.13
+(995 439) 22 12 04; +(995)514 70 00 55;