ისტორია

ისტორია


ქართული მეღვინეობის ისტორიაში რაჭას განსაკუთრებული ადგილი უკავია. რაჭველები საუკუნეების განმავლობაში სრულყოფდნენ როგორც ვაზის ჯიშებს, ისე ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების მეთოდებს. „ხვანჭკარას“ წინამორბედი -კოლხური ტკბილი და სურნელოვანი ღვინოები ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს ყოფილა ცნობილი.

 

 

2001 წლიდან ამბროლაურის ღვინის ქარხნის ბაზაზე ახალი საწარმო ფუნქციონირებს. თუმცა 2015 წლამდე აქ მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებდნენ.

მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საფუძველი ჩაუყარეს საწარმოს განვითარების იდეას, კომპანიამ დაიწყო საწარმოს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვა, ვენახების გაშენება-განახლება და პრემიალური ღვინის წარმოება.

რაჭული ღვინის წარმოების აღორძინების ხანა რაჭის თავადების, კონსტანტინე და ქაიხოსრო ყიფიანების, სახელს უკავშირდება. XIX საუკუნის 70-იან წლებში მათ თავი მოუყარეს მეღვინეობის უძველეს, ადგილობრივ ტრადიციებს და ვაზის ჯიშის –ალექსანდროულისგან ლეგენდარული „ყიფიანის ღვინის“ ჩამოსხმა დაიწყეს. სასმელმა მალევე გაითქვა სახელი არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ  რუსეთის მთელ იმპერიაში. მაშინდელი ღვინის ექსპერტები „ყიფიანის ღვინოს“ სინაზითა და ხავერდოვნებით ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ.

ტექნოლოგია კიდევ უფრო დახვეწეს და გაამდიდრეს დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა. მათი დამსახურებით 1897 წლიდან ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და 1907 წელს ბელგიის ქალაქ ოსტენდეში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „გრანპრი“ დაიმსახურა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, არისტოკრატიული ოჯახის გვარისა და ღვაწლის მისაჩქმალად, „ყიფიანის ღვინოს“ „ხვანჭკარა“ ეწოდა. წარმოების გაფართოების მიზნით, 1929-1947 წლებში, ამბროლაურში, იმერელ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციის ადგილას, ღვინის ახალი საწარმო აშენდა, სადაც ყოველწლიურად 300 000 ბოთლი სხვადასხვა სახეობის რაჭული და ლეჩხუმური ღვინო ისხმებოდა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
საწარმო: ამბროლაური. კოსტავას ქ.13 +(995 439) 22 12 04
ოფისი: თბილისი, სადგურის მოედანი 2 +(995 322) 95 11 34
ექსპორტის მენეჯერი +(995 599) 961 505
გაყიდვების მენეჯერი +(995 599) 897 800
ღვინის ტურების დაჯავშნა +(995) 514 700 055