ვენახები

ვენახები რაჭაში


რაჭა საქართველოს სხვა რეგიონებისგან ვაზის უნიკალური ჯიშებითა და ღრმა, საინტერესო ღვინოებით გამოირჩევა. ვენახებს მცირე ტერიტორია უკავია, თუმცა რაჭული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია. დღემდე რაჭული ვაზის 59 ჯიშის სახელია შემონახული. ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება შთამომავლობით გადაეცემოდათ თაობებს. რაჭველ კაცს ვაზის სუნთქვა ესმოდა და ადამიანივით ესაუბრებოდა მას. დღესაც კი, აქ ვენახს ისე მოიკითხავენ, როგორც ოჯახის წევრს.





ადგილობრივი ვაზის ჯიშები


„როიალ ხვანჭკარას“ ვენახები 18 ჰექტარზეა გაშენებული რაჭის 5 სოფელში: სადმელის ჭალა, ქოველი, ტოლა, ჟოშხა და ჭყვიში. ვენახების მდებარეობა იდეალურ პირობებს ქმნის უძველესი ადგილობრივი ჯიშებისთვის – ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელაური და ცოლიკოური. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 780-800 მეტრ სიმაღლეზე შეფენილი ვაზი უმაღლესი ხარისხის მოსავალს იძლევა. ყურძენს განსაკუთრებულ თვისებებს ნიადაგისა და კლიმატის სრულყოფილი კომბინაცია ანიჭებს. განუმეორებელ გემოს კი ზომიერი ტემპერატურა, ტენიანობა, კრიალა ჰაერი და მზიანი დღეების რაოდენობა განსაზღვრავს.

ალექსანდროული
ცოლიკაური
ოჯალეში
უსახელაური
საკონტაქტო ინფორმაცია
საწარმო: ამბროლაური. კოსტავას ქ.13 +(995 439) 22 12 04
ოფისი: თბილისი, სადგურის მოედანი 2 +(995 322) 95 11 34
ექსპორტის მენეჯერი +(995 599) 961 505
გაყიდვების მენეჯერი +(995 599) 897 800
ღვინის ტურების დაჯავშნა +(995) 514 700 055