ისტორია



ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ 2015 წელს დაარსდა.

„ხვანჭკარას“ ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფილებას მე-19 საუკუნეში რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ასე შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის“ ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი. კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენა გახდა.

დღეს კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ ღირსეულად აგრძელებს რაჭული ღვინის წარმოების უნიკალურ ტრადიციას. საგულდაგულოდ შერჩეულ ნაკვეთებზე გაშენებული, სათუთად მოვლილი ვენახები, დახვეწილი ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი - ამ კომპონენტებში იმალება ნაზი და ხავერდოვანი ღვინის საიდუმლო.    

 

„როიალ ხვანჭკარას“ ვენახები 18 ჰექტარზეა გაშენებული რაჭის 5 სოფელში: სადმელის ჭალა, ქოველი, ტოლა, ჟოშხა და ჭყვიში. ვენახების მდებარეობა იდეალურ პირობებს ქმნის უძველესი ადგილობრივი ჯიშებისთვის – ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელაური და ცოლიკოური. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 780-800 მეტრ სიმაღლეზე შეფენილი ვაზი უმაღლესი ხარისხის მოსავალს იძლევა.

ყურძენს განსაკუთრებულ თვისებებს ნიადაგისა და კლიმატის სრულყოფილი კომბინაცია ანიჭებს. განუმეორებელ გემოს კი ზომიერი ტემპერატურა, ტენიანობა, კრიალა ჰაერი და მზიანი დღეების რაოდენობა განსაზღვრავს.

ღვინოები

უსახელაური
ღვინო ინტენსიური ლალისფერია, დაჰკრავს მკრთალი მოლურჯო ტონები. დახვეწილი გემო გაჯერებულია მწიფე შავი ქლიავის, ალუბლის და შავი მოცხარის არომატებით. ბუკეტი მდიდარია ძირტკბილას მოტკბო ტონებით.
ვრცლად
ღვინის სახეობა
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი
ადგილწარმოშობა
ლეჩხუმი, მთიანი მევენახეობის სპეციფიკური ზონა
ყურძნის ჯიში
უსახელაური 100%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11.5%
ალექსანდროული
კარგად გამოხატული მარწყვის და ალუბლის არომატი ჰარმონიულად ერწყმის მუხაში დაძველების ელეგანტურ ტონებს. გემო ბალანსირებულია მდიდარი სხეულით და კარგად მომწიფებული ტანინებით.
ვრცლად
ღვინის სახეობა
წითელი მშრალი
ადგილწარმოშობა
რაჭის მევენახეობის მხარე, ხვანჭკარის მიკროზონა.
ყურძნის ჯიში
ალექსანდორული 100%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
14%
ტერუარის კოლექცია ხვანჭკარა
ქართული გამორჩეული ღვინის, “ხვანჭკარის” ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფილებას რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ასე შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის“ ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი.
ვრცლად
ღვინის სახეობა
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი
ადგილწარმოშობა
რაჭის მევენახეობის მხარე, სადმელის ვენახები
ყურძნის ჯიში
ალექსანდროული 60%; მუჯურეთული 40%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11%
ხვანჭკარა
ღვინო ხასითდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, სავსეა მარწყვისა და ჟოლოს ნაზი ტონებით და ჯიშური არომატით. იგი გამოირჩევა სასიამოვნოდ ტკბილი, ხავერდოვანი, დაბალანსებული გემოთი და ახასიათებს ტანინების თბილი დაბოლოება.
ვრცლად
ღვინის სახეობა
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი
ადგილწარმოშობა
რაჭის მევენახეობის მხარე, ხვანჭკარის მიკროზონა.
ყურძნის ჯიში
ალექსანდროული 60%; მუჯურეთული 40%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11%
ტვიში
ღვინოს ღია ოქროსფერია, გაჯერებული მკრთალი მწვანე ტონებით. მისი ნაზი და დახვეწილი გემო მდიდარია გარგარის და ტროპიკული ხილის ტონებით. სასიამოვნო სიტკბოს და მჟავიანობის განუმეორებელი ბალანსი ქმნის მის დაუვიწყარ ხასიათს.
ვრცლად
ღვინის სახეობა
თეთრი ნახევრად ტკბილი
ადგილწარმოშობა
ლეჩხუმის მევენახეობის მხარე, ტვიშის სპეციფიკური ზონა
ყურძნის ჯიში
ცოლიკოური 100%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11%
ოჯალეში
ვრცლად
ღვინის სახეობა
წითელი მშრალი
ადგილწარმოშობა
ლეჩხუმის მევენახეობის მხარე
ყურძნის ჯიში
ოჯალეში 100%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11.5%
ტერუარის კოლექცია უსახელაური
“უსახელაური” აღიარებულია როგორც ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ქართული ღვინო. ეს უნიკალური ვაზის ჯიში ლეჩხუმში, მხოლოდ 4 სოფელში მოდის, ძალზე მცირე ფართობზეა გაშენებული, ხასიათდება მცირემოსავლიანობით და ყურძნის მოყვანაც საკმაოდ მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული.
ვრცლად
ღვინის სახეობა
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი
ადგილწარმოშობა
კონტროლირებადი ადგილწარმოშობის ღვინო,
ყურძნის ჯიში
უსახელაური 100%
მოცულობა
750 ml
ალკოჰოლი
11.5%
უსახელაური
ალექსანდროული
ტერუარის კოლექცია ხვანჭკარა
ხვანჭკარა
ტვიში
ოჯალეში
ტერუარის კოლექცია უსახელაური
ქართული გამორჩეული ღვინის, “ხვანჭკარის” ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფი...


...
“უსახელაური” აღიარებულია როგორც ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ქართული ღვინო. ეს უნიკალური ვაზის ჯიში ლეჩხუმში, მხოლოდ 4 სო...


...

ვენახები

ვენახები
რაჭა საქართველოს სხვა რეგიონებისგან ვაზის უნიკალური ჯიშებითა და ღრმა, საინტერესო ღვინოებით გამოირჩევა. ვენახებს მცირე ტერიტორია უკავია, თუმცა რაჭული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია. დღემდე რაჭული ვაზის 66 ჯიშის სახელია შემონახული. ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება შთამომავლო...
განსაკუთრებული ადგილმდებარეობა
„როიალ ხვანჭკარა“ რაჭაში, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და კოლორიტული რეგიონის პატარა ქალაქ ამბროლაურში მდებარეობს, თბილისიდან 4 საათის სავალზე (260 კმ). სტუმართმოყვარე რაჭველები დაუვიწყარ მასპინძლობას გაგიწევენ მეღვინეობის უმდიდრესი კულტურით და საუცხოო ღვინით სახელგანთქმულ მხარეში.
მეღვინე
კომპანია „როიალ ხვანჭკარაში“ ღვინოს ქმნის მსოფლიოში აღიარებული მეღვინე ლადო უზუნაშვილი, ის 1987 წლიდან ამ სფეროში მოღვაწეობს. მის მიერ შექმნილ ღვინოებს 150-ზე მეტი ოქროს მედალი აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსზე. ლადო უზუნაშვილი „როიალ ხვანჭკარაში“ რაჭული ღვინის დაყე...
გასინჯე, აღმოაჩინე, ისიამოვნე!
თუ პროფესიონალი, ან მოყვარული მეღვინე ხართ, ან უბრალოდ ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, უსათუოდ ესტუმრეთ ლეგენდარულ ღვინის საწარმოს „როიალ ხვანჭკარა“. ჩვენი ღვინის ტურები თავბრუდამხვევი მოგზაურობაა ღვინის სამყაროში. ესაა თავგადასავალი, რომელიც რჩეული ქართული ღვინოების დამზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.
საკონტაქტო ინფორმაცია
საწარმო: ამბროლაური. კოსტავას ქ.13 +(995 439) 22 12 04
ოფისი: თბილისი, სადგურის მოედანი 2 +(995 322) 95 11 34
ექსპორტის მენეჯერი +(995 599) 961 505
გაყიდვების მენეჯერი +(995 599) 897 800
ღვინის ტურების დაჯავშნა +(995) 514 700 055