ღვინის ტურები
მთავარი / ღვინის ტურები

გასინჯე, აღმოაჩინე, ისიამოვნე!


თუ პროფესიონალი, ან მოყვარული მეღვინე ხართ, ან უბრალოდ ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, უსათუოდ ესტუმრეთ ლეგენდარულ ღვინის საწარმოს „როიალ ხვანჭკარა“. ჩვენი ღვინის ტურები თავბრუდამხვევი მოგზაურობაა ღვინის სამყაროში. ესაა თავგადასავალი, რომელიც რჩეული ქართული ღვინოების დამზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.


განსაკუთრებული ადგილმდებარეობა


„როიალ ხვანჭკარა“ რაჭაში, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და კოლორიტული რეგიონის პატარა ქალაქ ამბროლაურში მდებარეობს, თბილისიდან 4 საათის სავალზე (260 კმ). სტუმართმოყვარე რაჭველები დაუვიწყარ მასპინძლობას გაგიწევენ მეღვინეობის უმდიდრესი კულტურით და საუცხოო ღვინით სახელგანთქმულ მხარეში.

ნაყოფიერი ნიადაგი და კლიმატი საუკეთესო პირობებს ქმნის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისთვის. რაჭული ღვინო დამსახურებულად ითვლება საქართველოს ეროვნულ საგანძურად.

რატომ უნდა ესტუმრო "როიალ ხვანჭკარას"


  • დაათვალიერებთ 150-წლიანი გამოცდილების მქონე ისტორიულ ღვინის საწარმოს
  • ახლოს გაიცნობთ და დააგემოვნებთ უძვირფასეს ქართულ ღვინოებს
  • ეზიარებით დიდებული რაჭული ღვინოების დამზადების უნიკალურ ტრადიციებს
  • ისიამოვნებთ რაჭის შთამბეჭდავი პეიზაჟებით და ჯადოსნური ფერებით.
  • დეგუსტაციის დროს გამოცდილი გიდი რაჭული მეღვინეობის ტრადიციებზე გესაუბრებათ, აგიხსნით „როიალ ხვანჭკარას“ ღვინოების უნიკალობის მიზეზებს და გაგაცნობთ წარმოების ტექნოლოგიის დეტალებს;
  • ღვინის ტურები 5 და მეტ სტუმარზეა გათვლილი;
  • სასაუბრო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.


"როიალ ხვანჭკარას" უნიკალური ღვინოები


ჩვენი ღვინოები მზადდება უძველესი ადგილობრივი ჯიშების ყურძნისგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური და ცოლიკოური. ვენახები გაშენებულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე, იდეალური ნიადაგისა და მიკროკლიმატის ტერუარში, ზომიერი ტემპერატურით და ტენიანობით. ამ კომპონენტების ერთობლიობა განსაზღვრავს „როიალ ხვანჭკარას“ განთქმული ღვინოების - „ხვანჭკარას“, „უსახელოურის“, „ოჯალეშისა“ და „ტვიშის“ განუმეორებლობას.      

მოსავლის აღებიდან დაწყებული, ყურძნის დაწურვითა და ფერმენტაციით დამთავრებული, ყოველ ნაბიჯს განსაკუთრებული წესი და საიდუმლო აქვს. ვენახებსა და საწარმოში გაწეული მრავალთვიანი შრომის ისტორიას „როიალ ხვანჭკარას“ ღვინოების თითოეული წვეთი ინახავს. შეუდარებელი გრძნობაა - მიირთმევ ღვინოს და თან მისი დაბადებისა და დაღვინების ადგილებს გასცქერი.

ჩვენთვის ბედნიერებაა ამ დაუვიწყარი სასმელის შექმნის სრული პროცესის თქვენთვის გაცნობა.

ტურის მსვლელობისას ღვინის დაყენების უძველეს მეთოდებზე მოგითხრობთ. ჩვენი ღვინოების დეგუსტაცია კი ახალი არომატების აღმოჩენასა და გემოვნების დახვეწაში დაგეხმარებათ.



ღვინის ტურისტული პაკეტები



სტანდარტული ტური 1

პრემიუმ კლასის 2 ღვინის დეგუსტაცია:

  • „ტვიში“ 
  • „ალექსანდროული“ 

მისაყოლებელი
ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა, შოთის პური, წყაროს წყალი.

ფასი
20 GEL
სტანდარტული ტური 2

პრემიუმ კლასის 2 ღვინის დეგუსტაცია:

  • „ტვიში“ 
  • „ხვანჭკარა“ 

მისაყოლებელი
ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა, შოთის პური, წყაროს წყალი.

ფასი
25 GEL
პრემიალური ტური 1

პრემიუმ კლასის 3 ღვინის დეგუსტაცია:

  • „ტვიში“ 
  • „ალექსანდროული“ 
  • „ხვანჭკარა“ 

მისაყოლებელი
ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა, ზეთისხილი, შოთის პური, წყაროს წყალი.

ფასი
30 GEL
პრემიალური ტური 2

პრემიუმ კლასის 4 ღვინის დეგუსტაცია:

  • „ტვიში“ 
  • „ალექსანდროული“ 
  • „ხვანჭკარა“ 
  • „უსახელოური“ 

მისაყოლებელი
ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა, ზეთისხილი, შოთის პური, წყაროს წყალი.

ფასი
45 GEL


საკონტაქტო ინფორმაცია
საწარმო: ამბროლაური. კოსტავას ქ.13 +(995 439) 22 12 04
ოფისი: თბილისი, სადგურის მოედანი 2 +(995 322) 95 11 34
ექსპორტის მენეჯერი +(995 599) 961 505
გაყიდვების მენეჯერი +(995 599) 897 800
ღვინის ტურების დაჯავშნა +(995) 514 700 055