გასინჯე, აღმოაჩინე და ისიამოვნე
თუ ხართ ღვინის მოყვარული ან უბრალოდ გსურთ, გაიგოთ მეტი ღვინის შესახებ, “როიალ ხვანჭკარას” გამოცდილი სომელიეები დეგუსტაციის სესიებზე გაგიძღვებიან, სადაც შეიგრძნობთ “როიალ ხვანჭკარას” დაუვიწყარ ბუკეტსა და გემოს.
“როიალ ხვანჭკარას” ვენახები მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში – თბილისიდან 3 საათის (260 კმ) სავალზე. არომატული ყურძნისა და განსაკუთრებული ღვინოების რეგიონი, სტუმართმოყვარე რაჭველებთან ერთად, მოგზაურთათვის დაუვიწყარი გამოცდილების გარანტია. რეგიონის ნაყოფიერი გარემო და კლიმატი, საქართველოს ეროვნულ საგანძურად მიჩნეული, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დამზადების საშუალებას იძლევა.