ისტორია

რაჭული მეღვინეობის საერთაშორისო ცნობადობა იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც რაჭული ღვინის დაყენების ისტორიულმა მეთოდებმა სრულყოფილებას მე-19 საუკუნეში რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ყიფიანების მამულში მოყვანილი ნახევრადტკბილი ღვინო 1907 წელს, ბელგიის ქალაქ ოსტენდში წარადგინეს, სადაც, საქართველოს მთიან რეგიონში დამზადებულმა ღვინომ, ევროპის ცენტრში, გრან-პრი და საერთაშორსიო აღიარება მოიპოვა.

“ალექსანდროულისა” და “მუჯურეთულის” უნიკალური ყურძნის ჯიშების შერწყმით შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი. კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენა გახდა.

კომპანია “როიალ ხვანჭკარა” თავისი მრავალწლიანი ისტორიითა და ამავდროულად, ახალი, ინოვაციური იერსახით, აგრძელებს მეღვინეობის ტრადიციას და სტუმრებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი ღვინის საინტერესო გემოებს სთავაზობს. საგულდაგულოდ შერჩეულ ნაკვეთებზე გაშენებული, სათუთად მოვლილი ვენახები, დახვეწილი ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი, ნაზი და ხავერდოვანი ღვინის საიდუმლოა.

მე-19 საუკუნის 50-იან წლებში აშენებულმა ქარხანამ, რომელსაც რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, საკუთარ თავზე აიღო ყიფიანის ღვინის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელების პატივი. ამის განხორციელების საფუძვლად ტრადიციასთან ერთად დახვეწილი ბაზა და თანამედროვე აღჭურვილობა, საუკეთესო შერჩეულ ნაკვეთებზე 25 ჰექტარზე გაშენებული, სათუთად მოვლილი და დამუშავებული საკუთარი ვენახები იქცა. სწორედ ამ ვენახების მოსავლით იწარმოება “როიალ ხვანჭკარია” უნიკალური ღვინოები: ხვანჭკარა, ალექსანდროული, ძელშავი და რაჭული თეთრა. “როიალ ხვანჭკარას” ვენახები რაჭის ოთხ სოფელშია გაშენებული: სადმელის ჭალა, ქოველი, ტოლა და ჭყვიში.

კომპანიის ახალი ეტაპი, 2015 წლიდან იწყება და მას შემდეგ კომპანიამ განვითარების დიდი გზა განვლო. აღნიშნული პერიოდში არსებული საბჭოთა მეღვინეობის დანადგარები თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებით ჩანაცვლდა. ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, განხორციელდა საბჭოთა პერიოდის ავარიული და უფუნქციო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და შემუშავდა ვენახების მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები. რაც შეეხება კომპანია “როიალ ხვანჭკარას” გუნდს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადდა ადგილობრივი პერსონალი და გუნდი პროფესიონალი ახალგაზრდა კადრებით ჩანაცვლდა.

საექსპორტო რუქა