მეღვინე

“როიალ ხვანჭკარას” ღვინის უკან, საერთაშორისო აღიარების მქონე ღვინის ქართველი ექსპერტი, ლადო უზუნაშვილი დგას. ლადო მისი ოჯახის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის წარმომადგენელია და მეღვინეობის ტრადიციულ წესებს ინარჩუნებს.

წლების განმავლობაში ლადო ღვინის დაყენების ექსპერიმენტებს მსოფლიო მასშტაბით ატარებდა. ცოდნა საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიასა და საქართველოში გაიღრმავა, ახლა კი მრავალფეროვანი გამოცდილების შედეგებს “როიალ ხვანჭკარას” გუნდს უზიარებს. მის გვერდით დგას ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილების მქონე მეღვინე – დავით ისელიძე. დათოს ხედვები წარმოების საკითხებში უკვე გვაძლევს შეუფასებელ შედეგებს.